„აღარ უნდა დამთავრდეს სააკაშვილი? ამოვიდა ყელში! იქით შეუტიეთ და დაასრულეთ!“

F-news

მერაბ ჯიქია

კაცო, არ უნდა დამთავრდეს აწი,ამდენი ხანი ამ სააკაშვილის თემა იმ ჭრილში, რომ აი საშიშია, საშიშია, რაღაცას ხლართავს, რაღაცა შეიძლება ააგოროს და მაგრა დაუშავოს ქვეყანასო? ჩვენს ხელში არ არის ყველა ბერკეტი,? გამოვიძიოთ სწრაფად,ხარისხიანად, პროფესიონალურად გამოსაძიებელი, დროულად და რაც სახელმწიფო საიდუმლოს არ წარმოადგენს,ის სრულად ვუთხრათ საზოგადოებას, ვაწარმოოთ აქტიური და დროული,ფართო პროპაგანდისტული(ეს ცუდი სიტყვა არ არის,ნუ შეგეშინდებათ მისი ხმარების) კამპანია, იქით შევუტიოთ და მოვრჩეთ რა. ამოვიდა ყელში!

არ ვათქმევინოთ მის მომხრეებსაც და დიდწილად ნიჰილიზმში ჩავარდნილ თქვენს ყოფილ მოკავშირეებსაც, რომ ეს გაუკრაინებული პოლიტიკური არამზადა მართლა რა მაგარი ყოფილა, იქაც არის და მიუხედავად ხუთი წლის აქ ბერკეტების არქონისა მაინც ახერხებს ამათ სერიოზულად დეზორგანიზაციასო… კაი,რა,რით არ მორჩა ეს გამოძიება-გარკვევები? არავისზე ნაკლებად არ ვიცი და მესმის მე გამოძიება-სასამართლო განხილვების ავან-ჩავანი, ვიცი რა რთულიც არის ეს,მაგრამ ხალხიც და თან მაღალხელფასიანებიც იმიტომაც არიან ამ სტრუქტურებში, რომ შედეგიანად და პროცესუალური ნორმების შიგნით მაქსიმალურად სწრაფად იმოქმედონ. ხალხი იმედით და თმენით არის,მაგრამ ის ამავდროულად ძალზედ მომთხოვნიცაა!!!

კომენტარის დატოვება