მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული 89 წლის ქირურგი დღეში 4 ოპერაციას აკეთებს

ქირურგი ანა ლევუშკინა რიაზანის მკვიდრია. მას მუშაობის 68 წლიანი სტაჟის მანძილზე დაწყებიდან დღემდე  10 ათასზე მეტი ოპერაცია აქვს ჩატარებული. დღეს ექიმი 89 წლისაა და დღეში მინიმუმ 4 ოპერაციას აკეთებს. ლევუშკინა მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მოქმედი ქირურგია.

მის ცხოვრებაში იყო ომი, სიციცე, შიმშილი, იმედგაცრუება, მაგრამ შეინარჩუნა მთავარი-ოპტიმიზმი და ადამიანების დახმარების სურვილი.

ექიმი საკმაოდ პატარა ტანისაა და ამიტომ საოპერაციო მაგიდასთან პატარა სადგომს უდგამენ, ქალს ძალიან უყვარს ცხოველები, მას სახლში 8 კატა ჰყავს და სამსახურიდან დაბრუნებული უკვე მათ უთმობს დროს.

 

კომენტარის დატოვება