პატრიარქის წინააღმდეგ დიდი ბრძოლაა…უპატიებელი შეცდომა დაუშვა პროკურატურამ, ხელისუფლებამ საერთოდ..

თეიმურაზ შაშიაშვილი

პარტია “თეთრები”

.. ვაჟკაცობა და არა თავისმართლება…

დღეს ამ დასკვნამდე მივიდა ყველა…მე პოზიცია პროკურორის განცხადებისთანავე გამოვკვეთე..სხვანი ამ აზრთან გვიან,სამწუხაროდ,ძაან გვიან მივიდნენ…

რა გამოვიდა: ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო და იღებს დედა-ეკლესია…რასაც ყველაზე მეტად უნდა ვფრთხილდებოდეთ,
მას ყველაზე მეტად ვაზიანებთ…

უპატიებელი შეცდომა დაუშვა პროკურატურამ,ხელისუფლებამ საერთოდ…მოვლენების განვითარება კომიკურ ხასიათს იღებს…ამით კი ყველაზე უჯიშო,ყველაზე ანტიქართული განწყობის არსებანი ითმობენ ხელს.

ამ ანტიქართული ისტერიის შეჩერება ხელისუფლების გულწრფელ პოზიციას შეუძლია. ამას კი ვაჟკაცობა უნდა.

მინდა,ძალიან მინდა,ხელისუფლებას,პრემიერს აღმოაჩნდეთ ეს ძალა .ამით ისიც დადასტურდება,რომ ამ მზაკვრობასთან არავითარი კავშირი არ აქვთ.

ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა სამივე ხაზით მიდის…

მიუხედავად იმისა,რომ ბრძოლა აშკარად მის წინააღმდეგაა და ეს მან კარგად იცის,იცის ისიც ,რომ ამ ბრძოლის უკან ხელისუფლებაა და ეს ასე რომ არ იყოს, სამღვდელოებიდან ვერავინ გაბედავდა იმას,რასაც ბედავენ(პოლიტიკოსებს დაემგვანენ),-მეუფე დიმიტრი,თავის პასუხებში , აკადემიურია…საქართველოში ბრძოლა ძლიერთა წინააღმდეგ მიდის…ეს ბრძოლა არ არის პირდაპირი-ზურგიდანაა…საქართველოა ქვეყანა,სადაც უპირველეს ხელისუფალთ ძლიერი გარდაცვლილი უყვართ….ცოცხალს სამკვდრო – სასიცოცხლო ბრძოლა აქვს გამოცხადებული და ეს ხდება ზოგჯერ ჩახუტებით,ზოგჯერ იგნორირებით,ზოგჯერ დაგეგმილი კომპტომეტირებით…

ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა სამივე ხაზით მიდის…ვიღაცას(შეიძლება არაერთს მაღალ ეშელონებში) სამივე ფორმით მიდის…არ აწყობთ ” ეპოქალური პატრიარქი…)

სიტყვა ხალხზეა,თუ ტელევოზიები ამის შეცნობის გზით ივლიან,რასაც მე პირადად ვეჭვობ.

ღმერთმა ქნას, მე ვცდებოდე!