პროექტი ,,ქველმოქმედი“ კარალეთს ეწვია

დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრის ექიმები საქველმოქმედო აქციით, კარალეთის დევნილთა დასახლებას ეწვივნენ. ჩატარდა მოსახლეობის გამოკვლევა.

აქცია პროექტს ,,ქველმოქმედი’’-ის ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანია 2008 წლის ომის დროს დაზარალებულ მოსახლეობას,  გაეწიოს არა მხოლოდ მატერიალური და ფინანსური თანადგომა, არამედ ჩაუტარდეთ უფასო სამედიცინო გამოკვლევები.

პროექტის წამყვანია მსახიობი ნანა ხურითი, რომელიც საზოგადოებას დეტალურად გააცნობს პროექტის მიმდინარეობას.