თბილისის მერია საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს პასუხობს

თბილისის მერია საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მედიასთან გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება, თითქოსდა,მათ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს.

გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომდეპუტატები ხელოვნურად ცდილობენაჟიოტაჟის შექმნას. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს აქვს უფლება დაესწროს დედაქალაქის მთავრობის სხდომას, თუ სხდომა წინასწარ არ არის გამოცხადებული დახურულად და შესაბამისად, საკრებულოს წევრებსაც მიეცათ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დეპუტატებს თბილისის მერიისთვის სხდომაზე დასწრების მოთხოვნითწინასწარ არ მოუმართავთ, შესაბამისად, მას შემდეგ რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს წევრებსსურვილი ჰქონდათდასწრებოდნენ სხდომას,საკითხი შეთანხმდა მთავრობის წევრებთანდა მათ ამის საშუალება მიეცათ.

მიუხედავად ამისა,დეპუტატები სხდომას არ დაესწრნენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი ქმედება მხოლოდ და მხოლოდ მედიისა და საზოგადოების წინაშე შოუს მოწყობას ემსახურებოდა.