ნუკრი ქანთაიას ინიციატივა აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის დათბობის კუთხით

რამდენად ქმედუნარიანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისია, რა გზას უნდა მიმართოს ხელისუფლებამ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების დათბობის კუთხით და რას უწუნებს ხმაურის ფონზე მიღებულ ე.წ. მოსმენების კანონს?  – ამ კითხვებით  საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ნუკრი ქანთარიას დავუკავშირდით.

-საკონსტიტიციო კომისიის მუშაობაზე მინდა გკითხოთ და იმ ცვლილებებზე, რომელიც კონსტიტუციაში შევა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ თქვენი ხელისუფლება ინსტიტუტებს ანადგურებს და პრეზიდენტის ინსტიტუტს სერიოზულად ებრძვის. კონკრეტულად პრეზიდენტ მარგველაშვილთან გაქვთ პრეტენზიები თქვენს გუნდს, ყოფილ პრემიერს და ამიტომ იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი?

– არაფერი მსგავსი არ ხდება. მარგველაშვილი შეიძლება არასწორი ქცევის გამო გააკრიტიკო, მაგრამ ის, რომ ამის გამო პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ლაშქრობა მიმდინარეობს, არასწორია. სიტუაცია უნდადალაგდეს, აღრეული არ უნდა იყოს ფუნქციები. თუ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავდივართ და როგორც ჩანს, ჩვენ კლასიკურ საპარლამენტო მოდელს ვირჩევთ და ესეც ჯერ კიდევ სამსჯელოა, მარტო კომისიის უფლება-მოსილებაში ეს არ შედის; შემდგომ სახალხო განხილვები უნდა იყოს და შემდეგ პარლამენტში შემოვიდეს. ამ ფონზე ელემენტარულია, მოვიქცეთ ისე, როგორც ამ მოდელს შეშვენის. ეს მოდელი კი იმას არ ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტი იყოს პირდაპირი საყოველთაო წესით არჩეული. რადგან მისი უფლებები შემდეგ სწორედ შესაბამისობაში აღარ არის ამ არჩევასთან დაკავშირებით. ანუ პირდაპირპროპორციული არ არის. საყოველთაოდ არჩეული პრეზიდენტის უფლებები და მოვალეობები სხვაა. როგორც არ უნდა გადაწყდეს პრეზიდენტის არჩევის საკითხი, პირდაპირი წესით მოხდება არჩევა, პარლამენტის მიერ თუ პარლამენტის და „ხმოსნების“ მეშვეობით, ამის მიუხედავად 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მაინც იმ წესით ჩატარდება, რა წესითაც ახლა ტარდება – საყოველთაო არჩევბის წესით. იმიტომ, რომ არ იყოს ზედმეტი სპეკულაციები. არ თქვან, ეს გააკეთეს მიტომ, რომ მარგველაშვილი დააპირებდა მეორე ვადით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ის გაიმარჯვებდა და ეს გზა ჩაუკეტესო. უბრალოდ, ვუნქციები არ უნდა იყოს აღრეული, გარკვეული უნდა იყოს, ვინ რაზე მოაწეროს ხელი და ა.შ. ვფიქრობ, საპარლამენტო ცხოვრებაში ის უნდა იყოს ქომაგი სინდისისა, კანონის უზენაესობისა, ქომაგი კულტურის და ერთგვარად თადარიგში იყოს, რომ საჭირო დროს ის გამოვიდეს, როგორც არბიტრი. ეს ჩემი პირადი აზრია. დანარჩენ შემთხვევაში პრეზიდენტის მხრიდან სახელისუფლო შტოების საქმიანობაში ჩარევა და იმის თქმა, რომ ეს ჩემისაქმეა, ვფიქრობ, ეს საკითხები იმდენად გამოკვეთილად უნდა იყოს გამიჯნული, რომ აზრთა სხვადასხვაობა აღარ იყოს.

– გუშინ ე.წ. მოსმენების კანონი მიიღო პარლამენტმა მესამე მოსმენით. კანონს არამხოლოდ სამოქალაქო სექტორის დაოპოზიციის წარმომადგენლები ეწინააღმდგეებიან. გამორიცხავთ რომ ამან ხალხში ხელისუფლებისადმი უკმაყოფილება გაზარდოს?

– არა, რატომ უნდა გამოიწვიოს. შეიძლება პრეზიდენტმა ამ კანონს ვეტო დაადოს, შეიძლება მერე საკონსტიტუციოშიწ წავიდეს, დაიხვეწოს.  ვფიქრობ, საკითხს ვაწვალებთ. ჩემი აზრით, წინა კანონი გაცილებით ქმედითი და პროდუქტიული იყო, არც ამდენი ხარჯები სჭირდებოდა. ახლა ხარჯები ემატება. რამდენჯერმე ვთქვი, რომ ეს არის იძულებითი ნაბიჯი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. რაც შეეხება იმას, თითქოს მასობრივად უსმენენ, ამის ფაქტები სად არის? ბოლო 4-5 წლის მანძილზე მსგავსი ფაქტები არ მახსენდება. თუ რამე გასაჯაროვდა, ეს იყო ძველი ჩანაწერები. ახლა ასეთი რამ არ არის, მაგრამ მოსმენებზე ხელისუფლებამ ხელი აიღოს, როცა მთელი მსოფლიო უსმენს და ყველა ხელისუფლება უსმენს და ეს არის ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტი, როგორმე შეამციროს, აღკვეთოს ტერორისტული აქტები, სამციროს, ზიანი თავისი სახელმწიფისთვის, ეს ახლა ყველასთვის ნათელია. ცვენ ამაში ხელი არ უნდა შევუშალოთ. უბრალოდ, ნდობის საკითხია. კონტრილის მექანიზმი ცადებულია. საერთოდ, მე მგონია, რომ უკეთესი იქნებოდა ეს ფუნქცია მარეგულირებელი კომისიისთვის მიგვეცა და ეს თანხაც იქეთ მიმართულიყო, აღჭურვილობაც და აღარ იქნებოდა საუბრები, რომ ერთი ქოლგის ქვეშაა. თუმცა, მოინახა ასეთი ოპტიმალური ვარიანტი.

– ისტორიული დღე გვქონდა, ევროპამ კარები გაგვიღო,  ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა კარგია, მაგრამ აფხაზეთის და ცხინვალის პრობლემაც არ უნდა დაგვავიწყდეს.

– გუშინ სწორედ პარლამენტმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისია აირჩია. მსგავსი კომისია წინა პარლამენტებშიც იყო. ეს კომისია უფრო სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, რომტერიტორიული მთლიანობის საკითხი მუდმივად დგას დღის წესრიგში. მაგრამ, მეორეს მხრივ, თუ ამ საკითხს პრაქტიკული თვალსაზრისით დავაკვირდებით და ჩავუღრმავდებით, ამ სათაურის ქვეშ მოქმედმა კომისიამ ძნელია მცდელობები ჩაატაროს თუნდაც ამ იმართლებით. მთავარია ხალხი დავიბრუნოთ ამ ტერიტორიებზე მაცხოვრებლები და აქ თავისთავდ ტერიტორიებიც იგულიხსნება, ამიტომ ხალხის დაბრუნების – შემობრუნების პროცესში, მე მგონი, აი, ამ სათაურის ქვეშ მყოფი კომისია, რომელიც დღეს არის, ვერაფერს გააკეთებს.

– ანუ დღეს ჩვენ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, მავთულხლართების იქეთ მცხოვრებთა ქართველებისკენ შემობრუნება გვჭირდება?

_ რა თქმა უნდა. ჩვენ მათთან კონტაქტი თუ არ დავიწყეთ: თუ რაღაც დონეზე ურთიერთობა ვერ მოვახერხეთ, შდეგი რა იქნება?! ვინც არ უნდა დაინიშნოს კომისიის ხელმძღვანელად, დავით სოსლანიც რომ გაცოცხლდეს და ის ჩაუდგეს სათავეში, მაინც არაფერი გამოვა და შედეგი არ იქნება.  ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, შედეგის თვალსაზრისით ეს არაფრის მომცემია. ხაზგასმით ვამბობ, მისი გაუქმება არ შეიძლება. მაგრამ თუ გვინდა შდეგის მიღება და დაახლოვების მცდელობები განვავითაროთ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის პარალელურად პარლამენტში უნდა შეიქმნას ახალი კომისია – „აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან კულტურული და მეგობრული ურთიერთობების აღდგენის კომისია“. ეს მექანიზმი, რაც ჩვენ გვაქვს და რასაც კულტურა, განათლება ჰქვია, ამას არ ვიყენებთ დიპლომატიის და ჩვენს თანამოძმეებთან დაახლოების საფუძლად. საჭიროა ეს ბერკეტი ავამოქმედოთ. ჩვენ გვაქვს საერთო კულტურა, ფოლკლორი – ამ ყველაფრის ამოქმედება საჭიროა ურთიერთობის დათბობისათვის. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის ფარგლებში გამორიცხულია მსგავსი ნაბიჯების გადადგმა. როცა ჩვენ არ ვეხებით იმ უმთავრესს, რომელიც არის მტკივნეული და აუცილებელია, მაგრამ ძნელია ჯერ ამ თემაზე ხალხთან საუბარი, მაგრამ ვეუბნებით, მოდით აღვადგინოთ ელენენტარული ურთიერთობები ხალხებს შორის, ჩვენ გვაქვს საერთო კულტურა, ცეკვა, სიმღერა და ბევრი სხვა რამ, იქნებ საერთო პროექტებზე  ვიფიქროთ, ვფიქრობ, მცდელობა ამ კუთხით გაცილებით მეტი შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე ის კომისია, რომელიც დღეს არსებობს. კელტურული ურთერთბების აღდგენის პროცესს, ვფიქრობ, დასაბამი უნდა მივცეთ. ახლა ვართ გაციებულ რეჟიმში. მავთულხლართების იქედან თითო კაცს მოიპარავენ, მერე ფული იქნება გადახდილი, გამოუშვებენ, ხანდახან ჟენევაში შეიკრიბებიან და აი, ამით შემოვიფარგლებით. აფხაზებთანაც საკმაოდ რთული პერიოდი იწყება, რამდენადაც ინფორმაციებს ვიგებთ საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით. ამიტომ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის დათბობის კუთხით, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტში ამ ახალი კომისიის შექმნა და აქტიური მუშაობა.

-თქვენი ეს ინიციატივა გუნდის წევრებისთვის ცნობილია? პრემიერმა ან პარლამენტის თავმჯდომარემ რა პოზიცია დაიკავეს?

– ცნობილია, რა თქმა უნდა. ამას ახლა პირველად არ ვამბობ, გუნდში ხშირად მილაპარაკია. უარს ამაზე არავინ ამბობს. თუმცა საჭიროა ამ საკითხის განხილვა. მისი რეალური შედეგების აწონ-დაწონა და დანახვა. ხშირად მითქვამს და ეს საკითხის დაყენებულიც მქონდა, რომ საჭიროა კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცალკე გამოყოფა კომიტეტის ფარგლებში იმიტომ, რომ არის ცალკე სამინისტრო და უამრავი საქმე. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ფარგლებში კულტურა უფრო გერის სტატუსში მოიაზრება. ამიტომ, ვფიქრობ, მეტი დამადასტურებელი იქნებოდა ამ კომიტეტის შექმნა, რომ ჩვენ განსაკუთრებით ვზრუნავთ კულტურაზე და ისტორიულ მემკვიდრეობაზე. კარგი იქნბოდა თუ პარლამენტი გადადგავდა ამ ნაბიჯს და კულტურის და ძეგლთა დაცვის კომიტეტი ცალკე ექნებოდა. კომიტეტი და შემდგომში ეს კომისია, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე – აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან კულტურული და მეგობრული ურთიერთობის აღდგენის კომისია ტანდემში, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან მცდელობებს განახორციელებდა სწორედ ტერიტორიული მთლიანობის და იქ მცხოვრებთა შემობრუნების კუთხით.

– თქვენი ეს ინიციატივა ვიზალიბერალიზაციის მიღების ფონზე ალბათ მისაღები იქნება აფხაზებისთვის და ოსებისთვის.

– მეც ასე ვფიქრობ. ზოგს სასწავლებლად მოუნდებოდა საზღვარგარეთ წავსლა, ზოგს – საგასტროლოდ და ჩვენ ამაში მივეხმარებოდით. ეს იქნებოდა საქმე. რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიას, ეს არის სიმბოლური, შეიძლება კონფერენციები ჩატარდეს და იყოს განცხადებები. აი, ამით იქნება ამოწურული. დევნილების სამინისტროც მუშაობს და არასამთავრობო სექტორიც გარკვეული კუთხით, მაგრამ ჩვენ, ხალხმა, ერთმანეთი ხომ უნდა დავინახოთ, უნდა დავინახოთ, რომ რაღაც პროცესი დაიძრა, ყინული გალღვა. აი, ამ მხრივ, ვფიქრობ, ეს არის ძალიან საშური საქმე.