„დაუსჯელი არავინ არ დარჩება, მიმდინარეობს პიროვნებების იდენტიფიცირება“

აჭარის მთავრობას, უშიშროების საბჭოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის დახურული შეხვედრა იმართება, რომელზეც მთელი ღამის განმავლობაში ბათუმში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

შს მინისტრი გიორგი მრებრიშვილი კი პირობას დებს, რომ არც ერთი დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება და ამ ეტაპზე 40 დაკავებულის იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

„მე პირობას ვდებ, რომ დაუსჯელი ნამდვილად არავინ არ დარჩება, ვინც იყო ორგანიზატორი და მონაწილე ამ ვანდალური აქტისა და აქვე მინდა გითხრათ, რომ სიტუაცია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს, პოლიცია სრულად აკონტროლებს სიტუაციას. მსგავსი ქაოსი და ნებისმიერი სახის არეულობა საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება. პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე, პოლიციამ გამოიყენა ადეკვატური, პროპორციული ძალა. დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება, მიმდინარეობს პიროვნებების იდენტიფიცირება,“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.