ამირან სალუქვაძე: გადაირია მსოფლიო!..

ბლოგი:

გადაირია მსოფლიო:

თურქეთი
თურქეთს და ნიდერლანდებს შორის დიპლომატიური ომია.
თურქეთმა ნიდერლანდებთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, ნიდერლანდური თვითმფრინავეჰისთვის თურქეთის საჰაერო სივრცე დახურა., ასევე უკან დააბრუნებს სახელმწუფოს პირველ პირებს.
ნიდერლანდების ელჩს კი, რომელიც შვებულებაშია, სახლში დარჩენა ურჩია
ერდოღანმა ნიდერლანდებს ბანანის რესპუბლიკა უწოდა. ასევე დაიძაბა თურქეთს ურთიერთობა რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოსთან.
ეს ყველაფერი პუტინ-ერდოღანის შეხვედრის ფონზე.
უფრო დეტალურად სტატიაში დავწერ.

დიდი ბრიტანეთი
ტერეზა მეიმ ახალი მინისტრის პორტფელი დააწესა, რომლის აკოცანა არჩევნებზე გარე ჩარევის აღკვეთა იქნება. მოკლედ ისევ რუსიბჰაკერების თემაა. აშშ-ს ბოლო არჩევნების გამონაბოლქვია.
ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექზიტის შესახებ კანონი მიიღო. დარჩა დედოფლის ხელმოწერა.

უკრაინა-რფ
უკრაინის შსს მინისტრის მოადგილე გერაშჩენკო წინადადებით გამოვიდა ან არ შეუშვას ან დააპატიმროს ევროვიზიის რუსი მონაწილე იულია სამოილოვა, რომელიც ინვალიდის ეტლზეა მიჯაჭვული, უკრაინის კაჯონმდებლობის დარღვევის გამო, ის 2014 წელს ყირიმში კონცერტში მონაწილეობდა.

რფ
რუსული კურიოზი: რუსეთის ერთ-ერთი ქალაქის მრავალბინიანი ავარიული საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგაჯოდან მიიღეს წერილობითი განგარგულება ერთ კვირაში საკუთარი ძალებით მოახდინონ კორპუსის აღება. მობინადრეები საინფორმაციო გამოშვების წამყვანთან ერთად გაოგნებულები არიან.
მოსკოვის ოლქში კი პლასტმასის ჭურჭლის საწყობი იწვის, ხანძარი 4000 კვ.მ-ს მოედო.