საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ქართველი ზურიკო ხომასურიძე გახდა

ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური ხელოვნების სკოლაში ნოდარ ანდღულაძის სახელობის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა.  ჟიური სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.

კონკურსში მონაწილეებმა მომზადების მარალი დონე აჩვენეს, თუმცა გამარჯვება ქართველ მონაწილეს, ზურიკო ხომასურიძეს დარჩა.

კონკურსი დღეს გალა კონცერტით დაიხურება, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

გამარჯვებულ კონკურსანტთან და მის პედაგოგთან, მაყვალა ხორბალაძესთან ოდნავ მოგვიანებით გავისაუბრებთ და უფრო დეტალურად მოგიყვებით თბილისის არაპოლიტიკური ცხოვრების ერთი დღის შესახებ.