მამაკაცმა განაცხადა, რომ თეთრ სახლთან ავტომობილში ბომბია

ვაშინგტონში, თეთრ სახლთან მისული ავტომობილის მძღოლმა განაცხადა, რომ მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობაა. ადგილობრივი მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მამაკაცი დააკავეს, ავტომობილს კი ამ დროისთვის ამოწმებენ.

CNN აცხადებს, რომ ინფორმაციის გადასამოწმებლად თეთრი სახლის წარმომადგენლებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, თუმცა შენობის დაცვა გაძლიერებულია და რამდენიმე პარალელური ქუჩაც გადაკეტილია.

ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ დააკავეს თეთრი სახლის ტერიტორიაზე შეპარული მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ ველოსადგომიდან არის შესული.