ზარი ტელეგრაფში: სამხრეთ ოსეთი საქართველოა და სხვა მონაცემები არ არსებობს (აუდიო)

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, რომელიც youtube-ზე 2017 წლის 17 მატრს არის ატვირთული. ტელეგრაფის თანამშრომელი ტელეგრამის გაგზავნის მსურველს უსწორებს, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოა და სხვა მონაცემები არ არსებობს.

რამდენად ავთენტურია აუდიო ჩანაწერი, ამას ვერ გეტყვით, თუმცა საუბარი უკვე გახდა განხილვის საგანი და ნამდვილად მისასალმებელია, რომ ამ თანამშრომელმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დააფიქსირა.

-„სანამ საქართველოს მთავრობა არ იტყვის, რომ ეს ტერიტორია რუსეთის შემადგენლობაშია, იქამდე არის საქართველო. ეს პოლიტიკური მხარეა და ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს. სამხრეთ ოსეთი საქართველოა და ასეა დაფიქსირებული“-პასუხობს ტელეგრაფის თანამშრომელი.