მსგავსი კუდიანების დევნა გვახსენებს იმ მომენტებს, რომლის გახსენებაც არავის სურს…

ანა დოლიძე

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

-„თუ უმრავლესობის დეპუტატები პასუხისმგებლობით ეკიდებით საქართველოს პარლამენტის წევრის სიტყვას და გინდათ, რომ ჩვენი მოსახლეობაც პასუხისმგებლობით მოეკიდოს მსგავსი ტიპის ინსინუაციებს, მოგიწოდებთ გადავდგათ შესაბამისი ქმედებები. შეიტანოთ განცხადება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, შპიონაჟზე. იცით, რომ ასეთი მუხლები არსებობს. სხვა შემთხვევაში, მსგავსი კუდიანების დევნა გვახსენებს იმ მომენტებს, იმ ეპიზოდებს, რომლის გახსენება დარწმუნებული ვარ, არც თქვენ გსურთ, არც ჩვენ და არც საქართველოს მოსახლეობას.

თუ თვლით, რომ პრეზიდენტი არის ჯაშუში და ემსახურება რაღაც ქვეყნის საწინააღმდეგო მიზნებს, გადადგით შესაბამისი ნაბიჯები, თუ არადა ყველაფერი დანარჩენი, არის მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და კონსოლიდირებულობისთვის