გილოცავთ ევროპასთან ვიზალიბერალიზაციას, მაგრამ გვიჩნდება კითხვა…

პოლიტიკური პარტია “მემარცხენე ალიანსის” განცხადება:

გულწრფელად ვულოცავთ ჩვენ თანამოქალაქეებს ევროპასთან ვიზალიბერალიზაციას. ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი საერთო მონაპოვარია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ვიზალიბერალიზაცია ხელს შეუწყობს გაუცხოებულ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს სახელმწიფოში ინტეგრაციას.

აღნიშნული პროცესიდან გამომდინარე გვიჩნდება ლეგიტიმური კითხვა, რატომ არ ხდება საქართველოს სტრატეგიუ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან ანალოგიური სავიზო პროცედურების გააქტიურება? ასევე აჩენს კითხვის ნიშნებს ხელისუფლების მხრიდან გატარებული პასიური პოლიტიკა რუსეთის ფედერაციასთან ვიზების მოხსნასთან მიმართებაში.