სამხედროებს სენაკიდან ავღანეთში აცილებენ

დღეს, 28 მარტს, 13:00 საათზე, სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის და  I  ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონის ასეულის ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი და საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფი აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის მ.შ. ლაურა კუპერი.