ვახტანგ გომელაურს დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დღეს პარლამენტში 2016 წლის ანგარიშს წარადგენს. ვახტანგ გომელაურს დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ. მას პირველი საათისთვის ელოდებიან. უმრავლესობას  შეკითხვები ძირითადად საზღვრების დაცვასა და საერთშორისო ტერორიზმთან დაკავშირებით აქვს.

„მე დარწმუნებული ვარ ამჯერად შედგება მისი მოსმენა პარლამენტში. ბატონ გომელაურთან ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო კითხვები, სამსახურის მუშაობა ანტიტერორისტული კუთხით, მათ შორის ანტიკორუფციული სამსახურის საქმიანობა, ტერორიზმის ფაქტების გამოვლენა, საზღვრის დაცვის კუთხით,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

სხდომა ნახევრად დახურულ რეჟიმში წარიმართება. რასაც აპროტესტებს ოპოზიცია და სხდომის ღია ფორმატში წარმართვას ითხოვს.