მამის მკვლელობაში ბრალდებულ შვილს სოფელი ამართლებს-რაიონში აქციებს აანონსებენ

დავით ცხვარაძე

შემზარავი ამბავი სამტრედის რაიოის სოფელ წიაღუბნიდან იწყება, იქ იმავე სოფელში რამდენიმე დღის წინ შვილს მამა შემოაკვდა.

მეზობლები ბიჭის გადასარჩენად ერთიანდებიან და პროტესტის უკიდურესი ზომების მიღებას არ გამორიცხავენ, ადგილობრივები ახალგაზრდას ამართლებენ და ამბობენ, რომ მამა მასზე ეტაპობრივად ძალადობდა. ხშირად სვამდა, ჰქონდა ნერვიული აშლილობა და იყო მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ, რის გამოც ოჯახური დავა მამა-შვილს შორის ჩხუბში გადაიზარდა, მამის მიერ მოქნეული დანა შვილმა აიცილა, ხოლო შვილის მიერ თავდაცვის მიზნიდ მოქნეული ცივი იარაღი მამას მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მედიაში გამოქვეყნდა რამდენიმე არასწორი, გადაუმოწმებელი ვერსია და მოძალადედ შერაცხული შვილი რამდენიმე საათში დააკავეს. ახალგაზრდა მომხდარიდან ორ საათში პოლიციას საკუთარი ფეხიდ ჩაბარდა. მომხდარი ტრაგედის შემდეგ აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა შვილმა დანაშაული აღიარა. ახლა კი სოფელი ფაქტის გამოვლენას და დაკავებულის უდანაშაულობას დადგენას ცდილობს.

გარდაცვლილი 1964 წელს დაბადებულ გ.კ. საკუთარ სოფელში დაკრძალეს.

ცნობისთვის : “შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული პ.კ. ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სამტრედიის რაიონის სოფელ წიაღუბანში , საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სიცოცხლისათვის საშიში დაზიანება მიაყენა მამას – 1964 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, რომელიც, მიყენებული დაზიანების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით),“-განუცხადეს  geomediatv.ge ს შსს-ში.