იაპონიაში მგზავრებისთვის უცხო ენებზე მოლაპარაკე რობოტი გამოიგონეს

იაპონური ფირმის “Hitachi” -ის კომპანიამ შექმნა ახალი რობოტ-მანქანა, რომელიც აეროპორტში მგზავრებს და მარკეტებში მომხმარებლებს დაეხმარება.  რამდენიმე ენაზე მოლაპარაკე რობოტს შეუძლია სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს მოუსმინოს და მათ დახმარება გაუწიოს, თუ ისინი მას შეკითხვით მიმართავენ. რობოტმა უკვე წარმატებით გაიარა გამოცდა ტოკიოს სავაჭრო ცენტრებსა და აეროპორტებში.