ბრიტანეთი დარწმუნებულია, რომ კრემლი ამ ქვეყნის დასუსტებით არის დაინტერესებული

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი შეეცდება ქვეყანაში მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებზე გავლენა მოახდინოს. როგორც ბორის ჯონსონი აცხადებს, ეს რეალურად შესაძლებელია და იქვე დასძენს, რომ რუსეთის პრეზიდენტი დაინტერესებულია როგორც  ლონდონის დასუსტებით, ასევე ბრიტანეთისა და აშშ-ს შორის მეგობრობის შეწყვეტით.

“ვლადიმერ პუტინი ალბათ ძალიან გაიხარებს, თუ ქვეყნის სათავეში ლეიბორისტული პარტია და მისი ლიდერი ჯერემი კორბინომი მოვა”- აცხადებს ჯონსონი.