“რუსეთი დეფაქტო აფხაზეთის გასაკონტროლებლად კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს”

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის კიდევ ერთი ხელშეკრულება ფორმდება.  სოჭში ერთობლივ საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნას მოაწერენ ხელს. როგორც აფხაზეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ცენტრი ორგანიზებული და სხვა საშიში დამნაშავეების წინააღმდეგ იხსნება.   სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ასეთი შეთანხმებები როგორც საქართველოსთვის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის არალეგიტიმურია.  ამ ცენტრის გახსნით რუსეთი აფხაზეთს კიდევ უფრო მკაცრად გააკონტროლებს.  ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს უწოდებენ ამ ფაქტს ქართველი დეპუტატები.