სამხრეთ ფილიპინებზე საომარი მოქმედების შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ ფილიპინებზე, ქალაქ მარავში, სადაც ადგილობრივ ხელისუფლებასა და ისლამისტური სახელმწიფოს მხარდამჭერ ბოევიკებს შორის ომი მიმდინარეობს,  42 ადამიანი დაიღუპა. ლიკვიდირებულია 60 ბოევიკი. როგორც ფილიპინების შეიარაღებულიძალების წარმომადგენელი აცხადებს, კვირას ბოევიკებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეტაკებისას  18 მშვიდობიანი მოსახლე, 11 სამხედრო პირი და 4 პოლიციელი დაიღუპა. გასულ კვირას ფილიპინების პრეზიდენტმა  მინდანაოს პროვინციაში საომარი მოქმედების დაწყება ჯარის ნაწილებსა და მეამბოხეებს შორის დაპირისპირების შემდეგ გამოაცხადა. როდრიგო დუტერტეს განცხადებით, ომი სამხრეთ ფილიპინებზე შესაძლოა ერთი წელი გაგრძელდეს.

ქალაქ მარავში სულ 200 ათასი მოსახლეა. მათმა უმეტესობამ უკვე დატოვა საცხოვრებელი ადგილი.