თბილისში კიდევ ერთ უნიკალურ შენობას ანგრევენ – დემონტაჟის ნებართვა გაცემულია

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში თამარ ამაშუკელი წერდა, რომ მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი ნადგურდება, როგორც ირკვევა შენობას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი არ აქვს, შესაბამისად არც დაცული არ არის.

არც კი ვიცი რა დავწერო ჩვენი საშველი არ არის! 
განსაკუთრებით დიდიდ “მადლობა” მინდა გადავუხადო:
1) წინა ხელისუფლებას , რომლემაც დაინანა სტატუსი ამ უნიკალური ობიექტისთვის და დღეს მენაშენს მისცა უფლება განმარტებით ბარათში ჩაეწერა “არსებული შენობა არ მიეკუთვნება ისტორიული მემკვიდრეობის ნუსხაში ჩამოთვლილ ობიექტებს….”
2) სს “m2 უძრავი ქონება”-ს , რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ ირწმუნებოდა -” რას ამბობთ ამას როგორ დავანგრევო” , როგრც ჩნს სიხარბემ და გაუმაძღრობამ გადაწონა “კეთილი განზრახვები” ;
3) არქიტექტორ – ირაკლი შარაშიძეს ასეთი მაღალკვალიფიციური , ისტორიული ქალაქისთვის შეშსაბამისი “იერისთვის”
4) ექსპერტს, ინჟინერ-კონსტრუქტორ რ. აფხაძეს მნგრეველ-მენაშენის ინტერესის გათვალისწინებისა და შენობისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანისთვის
5) მერიის კომპეტენტურ, პასუხისმგებლობით აღსავსე საბჭოს, რომელმაც არ დაიზარა, და დიდის სიხარულით შესწირა “ინვესტიციას” კიდევ ერთი “ბარტყი”
6) და რა თქმა უნდა თბილისის მერს, დავით ნარმანიას, რომელიც მუხლმოუდრეკელი ზრუნავს ქალაქის იერზე

პ.ს. დიდი სიამოვნებით გადმოვდგებოდი ახლა ორღობეში და წყელვა-კრულვას მოგაქოქოლებდით, მაგრამ შევიკავებ თავს“.

დღეს თამარ ამაშუკელი მორიგ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

-„წავიდა ინტენსიური ნგრევა-განადგურება-მოსპობა!!!“.

“იმედის” ინფორმაციით,  კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე, 1930 წელს აგებული შენობის დემონტაჟის ნებართვა გასცა.

ხელოვნებათმცოდნეების თქმით, მერია ინვესტორებს კიდევ ერთ კულტურულ ძეგლს სწირავს.  სამშენებლო კომპანია კი განმარტავს, რომ დაწყებული სამუშაო დაშლას გულისხმობს და არა დემონტაჟს.

როგორც ირკვევა,  კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ კომპანიის პროექტი სამჯერ დაიწუნა, საბოლოოდ კი ნებართვა მაინც გასცა.