უფალმა დაუმკვიდროს ცათასასუფეველი მიცვალებულებს – სულის შაბათი

სულთმოფენობამდე ერთი დღით ადრე მართლმადიდებელი ეკლესია სულის შაბათს – მიცვალებულთა მოხსენიების დღეს აღნიშნავს. ეს იგივე სულთაობაა.

ტროპარი

“რომელი სიღრმითა მით სიბრძნისა შენისაჲთა კაცთმოყუარებით ყოველსავე განაგებ, რომელი უმჯობესსა ყოველთასა განაწესებ, მხოლოო დამბადებელო ყოველთაო, განუსუენე სულთა მონათა შენთასა, რამეთუ შენდა მომართ აქუნდა სასოებაჲ, შემოქმედისა ყოველთასა და კაცთმოყუარისა ღმრთისა”.
კონდაკი
“წმიდათა თანა განუსუენე, ქრისტე, სულთა მონათა შენთასა, სადა-იგი არა არს ჭირი, არცა მწუხარებაჲ, არა ურვა, არცა სულთქუმა, არამედ სიხარული და ცხორებაჲ იგი დაუსრულებელი”.