რუსთაველის საზოგადოების დელეგაცია რუსთაველის ნაკვალევზე გაემგზავრა

რუსთაველის საზოგადოების დელეგაცია წმინდა მიწაზე, უფლისა და ჩვენი ცადმიწვდომილი გენიოსის რუსთაველის ნაკვალევზე გაემგზავრა. ეს არის სამუშაო ჯგუფი, რომელიც კულტურული ღონისძიებების ფორმატში გამართავს მეგობრულ შეხვედრებს, რაც საწინდარი იქნება, სავარაუდოდ რუსთაველის 850 წლის იუბილეს მოსააზრებლად ისრაელის სახელმწიფოში. შინაგანი ღელვითა და სიხარულით ველოდებით შეხვედრას ჩვენს ებრაელ დებთან და ძმებთან.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან:

1.დავით შემოქმედელი _ სრულიად საქართველოს შოთა რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი. დელეგაციის ხელმძღვანელი.
2.გიორგი გოგოლაშვილი _ ენათმეცნიერების ინსტუტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რუსთაველის საზოგადოების ენისა და ლიტერატურის კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი.
3. ავთანდილ არაბული _ ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი.
4. გულიკო ზუმბაძე, თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.
5. ნანა ჯიქია – დავით აღმაშენებლის აკადემიის რექტორი, პროფესორი.
6. ნინო ანდრონიკაშვილი _ საერთაშორისო ორგანიზაცია ,,სახალხო დიპლომატია” _ პრეზიდენტი,
7. ლეილა ნოდია _ ავტორი პუბლიცისტური წიგნებისა ისრაელ-საქართველოს ისტორიულ და კულტურულ ურთიერთობებზე. საერთაშორისო ორგანიზაცია ,,სახალხო დიპლომატია”ვიცე-პრეზიდენტი, სრულიად საქართველოს შოთა რუსთაველის საზოგადოების სპეციალური წარმომადგენელი ისრაელის სახელმწიფოში. დელეგაციის კოორდინატორი.