მუხტარლის საქმეზე არასამთავრობოები იანოშ ჰერმანს შეხვდებიან

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმის დეტალებთან დაკავშირებით დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდებიან.  საია-ის იურისტი სულხან სალაძე მუხტარლის ოჯახზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ჟურნალისტის გატაცების პროცესში შესაძლოა მონაწილეობა კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს მიეღოთ. სალაძის თქმით, აქედან გამომდინარე ჩნდება ეჭვები და იზრდება იმის საჭიროება, რომ გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად მთავარმა პროკურატურამ აწარმოოს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის ელჩის შემდეგ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩსაც შეხვდებიან.

დღესვე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი მუხთარლის საქმის შინაგან საქმეთა სამინისტროდან  მთავარი პროკურატურისთვის გადაცემის მოთხოვნით ოფიციალურად პროკურატურას დღეს მიმართავს.

აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.