87 წლის მარტოხელა მოხუცს ნათხოვარი ღუმელის გამო დახმარება მოუხსნეს

დავით ცხვარაძე
ქუთაისში 87 წლის მარტოხელა მოხუცს ნათხოვარი ღუმელის გამო სოციალური დახმარება შეუჩერეს.   გრიშაშვილის N 36-ში მცხოვრები 87 წლის იასონ ქარჩხაძე სოციალური დახმარებას იმის გამო ვეღარ მიიღებს, რომ  მეზობელმა მოხუცს დროებით ელექტროღუმელი ათხოვა.  მოხუცი დანადგარს პურის საცხობად იყენებდა. აგენტმა  ხანდაზმულ  მამაკაცს  დახმარება მოუხსნა. იასონ ქარჩხაძეს გადაადგილების პრობლემა აქვს, დამოუკიდებლად ვერ დადის. მას  სახლში არავინ ყავს. ახალი ამბების საგენტო geomediatv.ge -მ აღნიშნული ინფრრმაცია ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურში გადაამოწმა,სადაც განგვიცხადეს რომ მოხუცის პირობებს აგენტი კიდევ ერთხელ გადაამოწმებს, და იმ შემთხვევაში თუ ქულათა ნაკლულობა დაუფიქსირდება მას სოციალური დამხარება ისევ აღუდგება. მანამ სანამ ქუთაისის სოციალური სამსახური აღნიშნულ თემაზე მოკვლევას დიწყებს, მოხუცი კეთილი ადამიანების დახმარების იმედზეა.