ქუთაისში დაკარგული 7 წლის გოგონა ნაპოვნია

დავით ცხვარაძე

 

ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე ოთხ საათზე მეტ ხანს ოჯახი 7 წლის გოგონას ეძებდა.  იგი სახლიდან დღეს დილით ადრე გაიპარა და შინ არ დაბრუნებულა. მცირეწლოვანი  ცოტა ხნის წინ თბილისში ბებიასთან აღმოჩნდა. როგორც ბებია ამბობს, პატარა  თბილისამდე დამოუკიდებლად ჩამოვიდა.  –   კარზე ზარის ხმა შემომესმა,  როდესაც ვინაობა ვიკითხე, ბავშვის ატირებული ხმა გავიგონე,  გავაღე თუ არა კარი,  ზღურბლზე ჩემი შვილიშვილი იდგა. რას ვიფირებდი მარტო თუ ჩამოვიდოდა?  ბავშვი როდესაც დავინახე, მაშინვე დავურეკე ჩემს ყოფილ რძალს, თუმცა არ მიპასუხა, შემდეგ ბავშვს ვკითხე, თუ იცოდა დედამისმა, მისი თბილისში ჩამოსვლის შესახებ, რაზეც დადებითი პასუხი მივიღე, მითხრა თვითონ გამომიშვა რამდენიმე დღითო. მეორედ დარეკვის შემდეგ ტელეფონში დედამისის ატირებული ხმა შემომესმა, აღმოჩნდა, რომ ბავშვი დედას არ გამოუშვია და მას ყველგან ეძებდნენ.

როგორც ქალბატონი ყვება, ბავშვი მამამისს  ჩამოყავდა ბებიას  სანახავად და შვილიშვილმაც ადვილად დაიმახსოვრა გზა. მოზარდის მშობლები განქორწინებულნი არიან. მოზარდის დედა მეუღლეს და მის მშობლებს  ბავშვის ხშირად ნახვის უფლებას არ აძლევდა. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საპატრულო პოლიცია არ გამოუძახებიათ.