კურიოზი – ქუთაისში ძაღლს მანქანის ტარებას ასწავლიდნენ… (ფოტო)

დავით ცხვარაძე

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ქუთაისში ცხოველს მანქანის ტარებას ასწავლიდნენ და ამ ყველაფერს მოქალაქე გ.ნ ფირზე იღებდა, რა დროსაც საჭემ თვითნებურად გადაუხვია და ჭავჭავაძის გამზირზე ტაქსს დაეჯახა.

ავტომობილი მსუბუქად დაზიანდა ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

როგორც ირკვევა ცხოველის პედაგოგი, რომელიც ძაღლს მანქანის ტარებას ასწავლიდა თბილისის ზოოპარკის ერთ-ერთი მწვრთნელი აღმოჩნდა. არსებული ინფორმაცია ამის შესახებ ერთ ერთმა ტელეკომპანიამ დილის გადაცემაში გაავრცელა, მხარეები შეთანხმდნენ, საქმეში არ ჩართულა საპატრულო პოლიცია.