ფეისბუქის მუშაობაში შეფერხებაა

ფეისბუქის მუშაობაში შეფერხებაა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ამ სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ დაიკარგა გვერდითა მარცხენა პანელი და მიმოწერები სამუშაო მაგიდაზე.

DownDetector წერს, რომ ფეისბუქის მუშაობაში ხარვეზები 22 საათზე წარმოიშვა. საიტის მომხმარებლების 41% შეფერხებით, ან საერთოდ ვერ შედიოდა საიტზე.

სოციალური ქსელის რუქამ აჩვენა, რომ ყველაზე მეტი შეტყობინება დარღვევებზე შესული იყო აშშ-დან, ევროპის ქვეყნებიდან და რუსეთიდან. არაოფიციალური ინფორმაციით შეფერხებით მუშაობს Messenger-იც.

კომენტარის დატოვება