ადვოკატთა პროფკავშირი ახალი საკანონმდელო წინადადებით გამოდის

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე და უფლებადამცველი გიორგი თევზაძის განცხადებით ადვოკატთა პროფკავშირი ახალი საკანონმდელო წინადადებით გამოდის.

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე და უფლებადამცველი გიორგი თევზაძის განცხადებით ადვოკატთა პროფკავშირი ახალი საკანონმდებლო წინადადებით გამოდის. გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია:

„ მთელ რიგ ადმინისტრაციულ დაწესებულებებში არსებული პრაქტიკა არასახარბიელო ვითარებას გვიჩვენებს, რადგან მთელ რიგ შემთხვევებში ადმინისტრაციულ ორგანო რეაგირების გარეშე ტოვებს დაინტერსებული პირის მიერ წარდგენილ განცხადებას, ის რომ განმცხადებლის წარმდგენი პირისათვის უცნობი რჩება ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი პოზიცია განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმბდელობის თანახმად, ადმინისტრაცუილი ორგანოს მიერ განცხადების რეაგირების გარეშე დატოვება განიხილება უარად განცხადების დაკმაყოფილებაზე და განმცხადებლის უფლების დაცვის ერთადერთ სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემდგომ ორგანოში ან სასამართლოში.

ასეთ შემთხვევაში დაინტერსებული პირი მოქმედებს ისე. რომ არც კი იცის რა საფუძვლით და დასაბუთებით ეთქვა უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე. ადმინისტრაციული დაწესებულებები, რომლებიც ფუნქციორებენ სახელმწიფო ბიუჯეტის საფუძველზე “და სახელმწიფო ჩინოვნიუკები, რომლებიც ხელფას იღებენ გადამხდელთა მიერ გადახდილი თანხებით, ვალდებული არიან მოქალაქეთა განცხადებებზე დააფიქსირონ დასაბუთებული პოზიცია.

ამ ვითარების შეცვლის სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების თაობაზე მომზადებული ჩვენი საკანონმბდელო წინადადება, რომლის თანახმად, კანონით დადგენილ ვადაში განცხადების რეაგირების გარეშე დატოვება განხილული უნდა იქნას, განცხადების დაკმაყოფილებად. ამ ინიციატივის ერთ–ერთი მიზეზს ასევე წარმოადგენს სამართოებრივ საკითხებზე საზოგადოებას ცოდნის არასახარბიელო მდგომარეობა. საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილია ის ფაქტი, რომ განცხადებაზე ერთი თვის ვადაში პასუხის გაუცემლობა უკვე განიხილება უარად და განმცხადებელი ვალდებულია მომდევნო ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს ეს უარი. ამ ვადის გასვლის შემდგომ უფლების დაცვა შეუძლებელი გახდება.

საზოგადოება არ არის ინფორმირებული ამ ვალდებულებაზე, რაც ხშირ შემთხვევაში უკმაყოფილებისა და კონფლიქტების მიზეზი ხდება. ეს ინიციატივა წაახალისებს სახელმწიფო უწყებების ჯეროვან და კვალიდიციურ მუშაობას, ასევე განტვირთავს სასამართლო ორგანოებს პრობლემური ადმინისტრაციული დავებისგან. ამ საკონონდებლო წინადადებით მივმართავთ საქართველოს და პარლამეტს “