საქართველოს რუკა აფხაზეთის გარეშე!!!

National Geographic-ის რუსულმა გამოცემამ საქართველოს რუკა აფხაზეთის გარეშე დაბეჭდა. ” სტატია “გამარჯობა, გენაცვალე” აპრილი-მაისის ნომერში გამოქვეყნდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელმაც ჟურნალისტი ანდრეი პალამარჩუკი საქართველოში ჩამოიყვანა, განმარტავს, რომ სტატია შეკვეთილი არ იყო.

საგარეო უწყებამ საკითხის შესწავლა დაიწყო.

ტურიზმის ეროვნულმა დეპარტამენტმა და National Geographic-ის ქართულმა გამოცემამ National Geographic-ის რუსულ რედაქციას საპროტესტო წერილი გაუგზავნეს.

ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

ეს კი ერევნის ქუჩაზე, ავტომობილების გაქირავების ოფისის „ENTERPRISE“-ის სარეკლამო დაფაზე საქართველოს საელჩომ სომხეთში აღმოაჩინა საქართველოს რუკა, რომელზეც დატანილი არ იყო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.

ერევანში საქართველოს საელჩო მეორე დღესვე დაუკავშირდა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მიაწოდა ინფორმაცია ფაქტთან დაკავშირებით. ასევე, შედგა საელჩოს წარმომადგენლის სატელეფონო საუბარი ზემოაღნიშნული კომპანიის წარმომადგენელთან.

საელჩოს ჩარევის შედეგად, ზემოაღნიშნული ოფისის ვიტრაჟიდან მოხსნილი იქნა არსებული სარეკლამო დაფადა მის ნაცვლად განთავსდა ქართულ მხარესთან შეთანხმებული ახალი სარეკლამო ბანერი.

ცნობისთვის, კომპანია „ENTERPRISE”-ის საქმიანობის სფეროს ავტოტრანსპორტის საერთაშორისო მასშტაბით გაქირავება წარმოადგენს, კომპანია მომხმარებელს აღნიშნულ მომსახურებას ასევე სთავაზობს საქართველოსა და სომხეთში.