ჩხუბის ფონზე გაზრდილი ქუთაისის ბიუჯეტი (ვიდეო)

დავით ცხვარაძე

ხმაურითა და სიტყვიერი დაპირისპირებით დაწყებული ქუთაისის საკრებულოს სხდომა და გაზრდილი ბიუჯეტი რომელმაც 2 346 800 ლარი შეადგინა სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერათ დაუპირისპირდნენ გამარჯვების ოლქის მაჟ დეპუტატი ნატო ქათამაძე და ასევე დეპუტატი გელა გაბადაძე .

საკრებულოს სხდომიდან გააძევეს მოქალაქე ნიკა ნარსიაც რომელმაც ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მათ გაუმაძრარები უწოდა.

სააგენტოს მიერ მოპოვებული ექსკლუზიური კადრებიდან ირკვევა, რომ ქალაქის მერის, შოთა მურღულიასთვის საკრებულოს სხდომა იმდენად მოსაწყენი აღმოჩნდა, რომ მან გასართობ ალტერნატიულ საშუალებას მიაგნო და სოციალური ქსელი მოიშველია.

ხმაურითა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე

დამტკიცებული ბიუჯეტი ურთიერთ ბრალდების საგანიც გადაქცა, ოპოზიცია მმართველ ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ გაზრდილი ბიუჟეტი “ქართულ ოცნებას” წინასარჩევნო კამპანიისთვის სჭირდება

 

საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა უარყო ეს აზრი და ოპოზიციის წარმომადგენლებს საკითხით მეტი დაინტერესებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ: საბიუჯეტო ცვლილება საკრებულოს უმრავლესობამ დაამტკიცა. რომელშიც ცვლილებები როგორც უკვე ცნობილია ეკონომიების, პრივატიზებისა და რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხით შევიდა მიმდინარე წლის ბიუჯეტს 2 346 800 დაემატა, აქედან 746 800 ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო. და ქალაქის ბიუჯეტი ამ დროისთვის 66 747 000 ლარით გაიზარდა აღსანიშნავია ის რომ მომატებული ბიუჯეტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და სოციალურ პაკეტებზე გათვალისწინებული.