პარლამენტი აზარტული თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების კონცეფციას განიხილავს

პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი დღეს აზარტული თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების კონცეფციას განიხილავს. შეხვედრას, რომელიც 2 საათში უნდა დაიწყოს კანონმდებლებთან ერთად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

კონცეფციის ძირითადი ნაწილი ​სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშებში 21 წლამდე პირთა ჩართულობის პრევენციაზეა მიმართული და თვითრეგულაციის მექანიზმებს ეხება.