ერთობლივი განცხადება კობახიძის ინიციატივით ევროპარლამენტს

ირაკლი კობახიძის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტმა და უკრაინის ვერხოვნა რადამ ევროპარლამენტს ერთობლივი განცხადებით მიმართეს

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ევროპარლამენტს მიმართეს. სამი ქვეყნის პარლამენტის ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანდრიან კანდუ და უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბი.

 „აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP), როგორც დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მდგრადი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის ეფექტური და ძლიერი მექანიზმის მნიშვნელობის აღიარებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) სამმა ქვეყანამსაქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას;

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენი ერების ევროპულ მისწრაფებებს და ხაზს ვუსვამთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ერთმანეთისთვის პოლიტიკური მხარდაჭერის მიზანს;

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებების მიმართ

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია არის სამი ასოცირებული პარტნიორი ქვეყნის მთავარი ვალდებულება და ვაღიარებთ, რომ დაახლოების პროცესი ქმნის ხელსაყრელ პირობებს  ევროკავშირში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ფუნქციური ინტეგრაციისთვის;

გვწამს, რომ ევროკავშირს აქვს ამბიცია, იყოს მყარი და სანდო პარტნიორი მისი აღმოსავლელი მეზობლებისთვის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის წინაშე არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების, მათ შორის, რუსეთის ხისტი და რბილი ძალის გათვალისწინებით;

ამგვარად, გვწამს, რომ დეკლარაციაში, რომელიც 2017 წელს  აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე იქნება მიღებული, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, მათი ევროპული არჩევანისა და დღის წესრიგის ცალსახა მხარდაჭერა იქნება ასახული;

ვიხსენებთ რა ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში  ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების იმპლემენტაციას, რომელიც აცხადებს, რომასოცირების ხელშეკრულებები არ წარმოადგენს ევროკავშირს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ურთიერთობების საბოლოო მიზანს…“და რომ“ ….49- მუხლის თანახმად, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას აქვთ ევროპული პერსპექტივა და შეუძლიათ, გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, თუ ისინი დაიცავენ დემოკრატიის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანისა და უმცირესობების უფლებების შესახებ კოპენჰაგენის კრიტერიუმებსა და პრინციპებს, ასევე, უზრუნველყოფენ კანონის უზენაესობას.“;

შეგახსენებთ ევროკავშირსა და მოლდოვის რესპუბლიკას, უკრაინასა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების პრეამბულას, სადაც დადასტურებულია, რომ სამივე ქვეყანაევროპული სახელმწიფოადააღიარებულიამათიევროპული მისწრაფებები“;

ხაზს ვუსვამთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებების ამბიციური მიზნების ასახვის საჭიროებას ევროკავშირის თანამშრომლობის პროგრამებში და კომისიის ხელშეწყობას, შემდგომში გააღრმავოს  მხარდაჭერა, მათ შორის, ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მონაწილეობის ხელშეწყობით;

გვწამს, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე დემოკრატიის, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საუკეთესო საშუალებაა;

ჩვენ, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტები მოვუწოდებთ ევროპარლამენტს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ მიიღოს რეზოლუცია, რომელიც პოლიტიკური მხარდაჭერას ასახავს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროპის საბჭოს, სამ ასოცირებულ ქვეყანას ევროკავშირის ხელშეკრულების 49- მუხლის თანახმად, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა გაუხსნას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციის ეს ამბიციური და შორსმჭვრეტელი განცხადება ძლიერი სიგნალი იქნება ამჟამად არსებულ დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და იქნება შთამაგონებელი ინსტრუმენტი ევროკავშირის სამივე ასოცირებული პარტნიორი ქვეყნის შემდგომი პროგრესისა და დემოკრატიული გარდაქმნის დაჩქარებისთვის.