“…გამოვაცხადოთ თბილისი სიყვარულისა და ძმობის ქალაქად…”

დავით ნებიერიძე

საზოგადოება “ივერია”

-აღმაშენებელზე ერთი გრძელი სუფრა გავშალოთ. ქართული რესტორნის პატრონებმა ხაჭაპურები გამოიტანონ. თურქული რესტორნების პატრონებმა ქაბაბი მოაყარონ. ინდიელებმა, ჩინელებმა და სხვა ეროვნების რესტორატორებმა თავისი კერძები. მე ღვინოს ვიკისრებ. დავჯდეთ ყველა ერთად. ვადღეგრძელოთ სიყვარული, მშვიდობა და დავლოცოთ ერთმანეთი. ვიქეიფოთ ერთი-ორი საათი და გამოვაცხადოთ თბილისი სიყვარულისა და ძმობის ქალაქად.