უპრეცედენტო შემთხვევა – შშმ პირები ქართულ პოლიტიკაში, დაბრკოლებები და ბარიერები …

შშმ პირების პოლიტიკაში ჩართვაზე და მათ პრობლემებზე ჩვენ პარტია „საქართველოს“ ლიდერს, გიორგი ლილუაშვილს გავესაუბრეთ.

-ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც შშმ(სმენადაქვეითებული ) პირები აქტიურად არიან პოლიტიკაში ჩართული.გადიან ტრენინგებს, რათა შეისწავლონ საარჩევნო სისტემებიდა პროცესები. საარჩევნო სუბიექტებში რეგისტრირდებიან კანდიდატებად. როგორ ისმენენ ან საზოგადოებასთან შეხვედრების დროს ხალხთან კონტაქტი არ უჭირთ? რამ გადააწყვეტინათ პოლიტიკაში წასვლა?

მე მეამაყება და ხმამაღლა მინდა განვაცხადო რომ მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – პარტია „საქართველო“-მ, მსოფლიოში პირველად, საქართველოში შშმ(სმენადაქვეითებულ) ჟესტური ენით მოლაპარაკე პირებს მიცა საშუალება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ როგორც მაჟორიტარ კანდიდატებად, ასევე პარტიული სიით. პარტია „საქართველო“ დაარსების დღიდან აქტიურად მუშაობს  შშმ პირების პრობლემებზე. საზოგადოებისათვის სამწუხაროდ უცნობია მათი ძირითადი პრობლემები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში უამრავი ორგანიზაციაა რომლებიც სწორედ ასეთი პირების პრობლემებზე მუშაობს, უზარმაზარ საგრანტო თანხებს იღებენ საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდანაც მილიონებია გაწერილი მათ დასახმარებლად, რეალურად მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. საზოგადოებამ არც კი იცის ის ფაქტი, რომ საქართველოს ყრუთა კავშირი (ყოფილი ყრუ-მუნჯთა საზოგადოება) და უსინათლოთა კავშირი ერთ-ერთი უმდიდრესი ორგანიზაციები გახლდნენ საბჭოთა კავშირში.კავშირის წევრები დასაქმებული იყვნენ კავშირის ათეულობით საწარმოებში და სახელმწიფოსათვის სასარგებლო შრომას ეწეოდნენ, ქმნიდნენ პროდუქციას და არავის დახმარება მათ არ ესაჭიროებოდათ. პირიქით ბიუჯეტში შეჰქონდათ მილიონობით თანხა.

დამოუკიდებელ საქართველოში მათ ეს ქონება შეინარჩუნეს, თუმცა ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ კი  მარტო ყრუთა კავშირის ჩვიდმეტამდე საწარმო გაიყიდა და დღესაც იყიდება მათი კუთვნილი უძრავ მოძრავი ქონება და კონკრეტული პირების ჯიბეში აკუმულირდება. სწორედ ამ უსამართლობამ გადააწყვეტინა სმენადაქვეითებულ ჟესტური ენით მოლაპარაკე პირებს აქტიურად ჩართულიყვნენ პოლიტიკურ პროცესებში, საკუთარი და სხვა შშმ პირების პრობლემები საზოგადოებისათვის წარმოეჩინათ. მთავარი პრობლემა მათი სათანადო განათლება და დასაქმებაა რაც არ ხორციელდება და მხოლოდ სოციალური დახმარებით შემოიფარგლება ჩვენი ხელისუფლება. მათი უმთავრესი განაცხადია, ჩვენ არავის მათხოვრები არ ვართ!დაგვიბრუნეთ ჩვენი კუთვნილი ქონება, მოგვეცით მუშაობის საშუალება!

ჯანმრთელი ადამიანისათვისაც საკმაოდ რთულია დღეს გაერკვე საარჩევნო კანონმდებლობაში და იბრძოლო საკუთარი უფლებების დასაცავად, რომ აღარაფერი ვთქვათ სმენადაქვეითებულ პირებზე. საკმაოდ რთულია ამ ადამიანებისთვის კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მითუმეტეს როდესაც საკუთარი ორგანიზაცია,„საქართველოს ყრუთა კავშირი“-ს გამგეობა,იმის მაგივრად დახმარება გაეწიათ და თარჯიმნებითუზრუნველეყოთ, რაც მათი პირდაპირი მოვალეობაა, უკრძალავდნენთარჯიმნებს დახმარებოდნენ სმენადაქვეითებულ დეპუტატობის კანდიდატებს ამომრჩევლებთან შეხვედრებში და დებატებში მონაწილეობის მიღებას. თუმცა მიუხედავად ამისა, მათ მაინც შეძლეს საკუთარი ოჯახის წევრების დახმარებით ამომრჩევლებსაც შეხვედროდნენ, დებატებშიც ღირსეულად წარმოჩენილიყვნენ და პარტიის პროგრამა სრულფასოვნად გაეცნოთ საკუთარი ამომრჩევლებისათვის. ჩვენს მიერ ამ მიმართულებით ძირითადი მიზანი მიღწეული იქნა შშმ(სმენადაქვეითებული) ჟესტური ენით მოლაპარაკე პირების საზოგადოებაში ინტეგრირება, კერძოდ კი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში მათი აქტიური ჩართულობა და მათი ძირითადი პრობლემების წინა პლანზე წამოწევა.

მიუხედავად იმისა რომ არჩევნების პერიოდში საკმაოდ დიდი პრობლემები შეიქმნა ამომრჩევლებთან კომუნიკაციაში, ჩვენი პარტია არ ფინანსდება და საკმაოდ მძიმე ეკონომიკური პრობლემებია, ეს ადამიანები მაინც აქტიურად ჩაერთვნენ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. აქტიურად მონაწილეობენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ინიცირებულ ტრენინგებში, აქტიურად მონაწილეობენ პარტიის საარჩევნო პროგრამის შემუშავებაში, ხვდებიან ამომრჩევლებს, სწავლობენ რეგიონებში არსებულ სოციალურ ეკონომიკურ და სამართლებრივ პრობლემებს, ერთობლივად ცდილობენ ამ პრობლემების მოგვარებას და ეძებენ გადაწყვეტის მექანიზმებს. კომუნიკაციას ისევ და ისევ საკუთარი ოჯახის წევრების მეშვეობით ახერხებენ. ვიმედოვნებთ ცენტრალური საარჩევნო კომისია აქტიურად ჩაერთვება ამ პრობლემების მოგვარებაში და ხელს შეუწყობს სმენადაქვეითებული პირების შესაბამისი თარჯიმნებით  უზრუნველყოფას.

-ჩვენს ქვეყანაში ყველა შშმ პირების უფლებებზე საუბრობს. აი, ამ ადამიანებს რა პრობლემები ჰქონდათ და ხომ არ გამოიწვია მათში ენთუზიაზმის გაქრობა დაბრკოლებებმა?

ჩვენი პარტიით ასევე კენჭს იყრიდა „თერჯოლის იმედის სახლის“ თავმჯდომარე, საწოლს მიჯაჭვული ქალბატონი თამარ გავაშელაშვილი, ქალბატონი თამარი გახლდათ საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო წევრი, მწერალთა კავშირის წევრი,  შვიდზე მეტი საბავშო წიგნის ავტორი.

მისი დამსახურებები იმდენად ბევრია თერჯოლის რაიონის მოსახლეობისადმი და სრულიად საქართველოსადმი, რომ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ქალბატონი თამარი როდესაც თერჯოლის მაჟორიტარ კანდიდატად გვინდოდა დაგვესახელებია, მან გვითხრა – მე ლოგინიდან ვერ ვდგები და დეპუტატობას როგორ შევძლებო, რაზეც ჩემი პასუხი იყო ერთ-ერთი დიდი მთავარსარდლის სიტყვები „უთავო გენერალს, უფეხო გენერალი მირჩევნია-თქო“, რის შემდეგაც ქალბატონი თამარი სიხარულით დაგვთანხმდა პარტია „საქართველო“-თი ეყარა კენჭი. ქალბატონი თამარი ეროვნული აკადემიის მიერ წარდგენილია თერჯოლის საპატიო მოქალაქედ, თერჯოლის გამგეობამ იმის გამო, რომ არ იცოდნენ პროცედურულად როგორ განეხორციელებიათ თერჯოლის საპატიო მოქალაქის მინიჭება, ვერ მოახერხა სიცოცხლეში მიენიჭებიათ მისთვისეს დამსახურებულად საპატიო სტატუსი.

ქალბატონი თამარი გარდაიცვალა მძიმე ოპრაციის შედეგად. ვიმედოვნებთ თერჯოლის რაიონის გამგეობა გაერკვევა საპატიო მოქალაქის მინიჭების პროცედურებში და გარდაცვალების შემდგომ მაინც მიანიჭებს ამ ხვთისნიერ ქალბატონს თერჯოლის საპატიო მოქალაქეობას. ასევე ვიმედოვნებთ თერჯოლის საკრებულო და გამგეობა შეასრულებს ქალბატონი თამარის ოცნებას თერჯოლის რაიონის მიუსაფართათვის თავშესაფარის  და უფასო სასადილოს მოწყობას.

საუბარი და ბაქიბუქობა ბევრია, ზოგიერთები ცდილობენდა ხშირად აღწევენ კიდეც მიზანს    შშმპირების „საჭიროებისთვის“  სახელმწიფო დაფინანსების თუ საერთაშორისო გრანტების მოპოვებას, თუმცა როგორც ვხედავთ რეალურად ამ ხალხის ხარჯზე კონკრეტული პირები მდიდრდებიან და შშმ პირები კვლავაც გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან.

ზემოთაც ავღნიშნე, ეს ადამიანები არამც თუ შეუშინდნენ პრობლემებს, პირიქით უფრო დიდი ენთუზიაზმით და მონდომებით ჩაერთვნენ ადგილობრივ არჩევნებში.აქტიურად გადიან ტრენინგებს, ეცნობიან საარჩევნო სისტემებს და კანონმდებლობას, ხვდებიან ამომრჩევლებს,ყველა საშუალებით ცდილობენ მოსახლეობასთან კომუნიკაციას, მონაწილეობენ საარჩევნო პროგრამების შედგენაში.

-რამდენადაც ვიცით ახლა ცესკოში ტრენინგები გაიარეს და იყო კიდევ პრობლემები.

ოცამდე სმენადაქვეითებულმა პირმა გაიარა და გადის აღნიშნულ ტრენინგს, ასევე ემზადებიან ცესკო-ს საკვალიფიკაციო ტესტირების გასავლელად. პრობლემები არის თარჯიმნების არასაკმარისრაოდენობაში და მათ  პროფესიულ კვალიფიკაციაში. ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ არა ერთი საგრანტო პროგრამა განხორციელდა ჟესტური ენის შემსწავლელი, თუმცა თარჯიმნების პრობლემა კვლავაც მწვავედ დგას.

-ე.ი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც იღებენ მონაწილეობას?

იღებენ და თანაც დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით, ჩვენი აზრით  ყველა რაიონის საკრებულოში ერთი კანდიდატი უნდა იყოს შშმპირთა წარმომადგენელი. ჩვენ ყველა რაიონში სადაც გვეყოლება კანდიდატები, აუცილებლად წარდგენილი გვეყოლება შშმ პირები, როგორც პარტიულისიით ასევე მაჟორიტარ კანდიდატებად.

-რამდენად საჭიროა ასეთი ადამიანების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა და თუ ზრუნავს სახელმწიფო მათზე?

სამწუხაროდ დღეს ხელისუფლებაში წარმოდგენილ პირებს ხალხზე საზრუნავად არ სცალიათ, ისინი ერთიმეორეს ეჯიბრებიან ქვეყნის და შეზღუდული შესაძლებლობის პირების ქონების მიტაცებაში, მაგალითისათვის გადავხედოთ საკანონმდებლო ორგანოს სადაც რამოდენიმე ათეული ოფიციალური თუ არაოფიციალური მილიონერია და ქვეყანაში კი გაუსაძლისი სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობაა. გაძარცული და მითვისებულიაშშმ პირების, შრომით და ოფლით შეძენილი კუთვნილი ქონება.  მძარცველებს კი ხელისუფლება ხელს აფარებს ამის მაგალითები არა ერთი გვაქვს.

როგორ ფიქრობთ ეს ადამიანები სხვა ქვეყანაში რომ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ, მიაღწევდნენ თუ არა საწადელს?

შშმ (სმენადაქვეითებულ) ჟესტური ენით მოლაპარაკე პირებსარჩევნებში მონაწილეობამ მსოფლიოში საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია, სმენადაქვეითებულთა პოლიტიკაში ჩართვამ, დეპუტატობის კანდიდატებად დაყენებამ, მაგალითი მისცა სხვა ქვეყნებშიც მათ გააქტიურებას, დიდი რეზონანსი მოყვა პოსტ საბჭოურ სივრცეში,საქართველოში სმენადაქვეითებულთა ასეთმა აქტიურებამ  უბიძგა პოსტ საბჭოურ სახელმწიფოებში მათ გააქტიურებას, ასევე თურქეთისა და ევროპის ანალოგიური ორგანიზაციებიდან მოდიოდა მოლოცვები და მხარდამჭერი წერილები, ყველანი აღფრთოვანებულები იყვნენ, გარდა „საქართველოს ყრუთა კავშირის“ გამგეობის წევრებისა.

ერთადერთი საქართველოში დამალეს და ხელის შეშლა დაუწყეს ამ მეტად მნიშვნელოვან პროცეს, შშმ პირების აქტიურ ჩართულობას ქართულ პოლიტიკაში.ვიმედოვნებთ ცენტრალური საარჩევნო კიმისია უფრო აქტიურად დაინტერესდება შშმ პირების პრობლემებით, კვლავაც გააგრძელებს მათ ხელშეწყობას და აქტიურად ჩართავს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაში.