ოთარ კახიძესთან დაკავშირებით სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო

სასამართლოს გადაწყვეტილებით დეპუტატ ოთარ კახიძეს 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა და ერთი თვით იარაღის ტარება აეკრძალა.

დეპუტატი ამბობს რომ სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და არ აპირებს მის გასაჩივრებას.

„2016 წლის 3 დეკემბრიდან ვატარებ იარაღს იმის გამო, რომ ჩვენს რეალობაში, განსაკუთრებით ოპოზიციონერები არ არიან დაცული თავდასხმებისგან, მაგალითისთვის კორცხელის ინცინდენტიც საკმარისია”, – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა.