ანაკლიაში დაკავებულ ბაქარ კორშიას ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლით წარუდგინეს

ანაკლიაში დაკავებულ „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წევრს ბაქარ კორშიას სამართალდამცველებმა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-60 მუხლით წარუდგინეს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ბაქარ კორშია ანაკლიაში შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში მას საია-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი შეხვდა, რომელმაც არ დაადასტურა დაკავებულის ფიზიკური დაზიანების ფაქტი. 

საია-ს წარმომადგენლის ინფორმაციით, გამოკითხვის ოქმში კორშია აღიარებს, რომ მას კლუბური ნარკოტიკი ჰქონდა. დაკავებულს მარიხუანას მოხმარებაც დაუდგინდა“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ანაკლიაში, ჯემ ფესტის მიმდებარე ტერიტორიაზე „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის ერთ-ერთი მხარდამჭერი ბაქარ ყორშია 2 აგვისტოს დააკავეს.