იმედია ხელისუფლება შეასრულებს დანაპირებს და აღმაშენებელის ძეგლი დაბრუნდება იმ ადგილზე, სადაც მისი აღმართვა პატრიარქმა აკურთხა

 თეიმურაზ შაშიაშვილი

ქართველთათვის ეროვნული ღირსების დღეს,  დიდგორობას მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დიდგორზე შევაჯამეთ საქართველოსა და საზღვარგარეთ „იმედის წიგნის” წარდგენისას გამოთქმული მოსაზრებები.

სიმბოლური იყო დიდგორობას ამ წიგნის შეჯამება, რადგან ჩვენ ყველას გვინდა ვიცხოვროთ ბედნიერებით სავსე სამშობლოში…ეს რეალურზე რეალურია…მოქმედებაა საჭირო…

დიდგორობას მართლაც რომ  ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაც აქვს.   დასავლეთის ქვეყნებში უკვე მიდიან იმის აღიარებამდე, რომ  მეფეთმეფე დავითმა სწორედ დიდგორზე გადაარჩინა ევროპული ცივილიზაცია ბარბაროსთაგან იავარქმნას და საქართველოს სამუდამოდ დაუმკვიდრა ქრისტიანობის მცველი აღმოსავლეთის გოდოლის სახელი.

ბედნიერებაა, როცა ამას აცნობიერებ… აცნობიერებ იმას,  რომ  დავით აღმაშენებლის შთამომავალი ხარ.

დიდგორის  მემორიალი ერთ–ერთი გამორჩეულია  მსოფლიოში.  ვოცნებობ ისეთ დროზე,როცა ამ ადგილს დაუბრუნდება ყოფილი დიდება.

სწორედ ამ განწყობით   შექმნა  მემორიალი  სწორუპოვარმა მერაბ ბერძენიშვილმა–ეროვნული სულის,   პლანეტარულად  მოაზროვნე კაცმა.

გვინდა  გამოვთქვათ რწმენა,  რომ  ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს შეასრულებს დანაპირებს და დავით  აღმაშენებელის  ძეგლი დაბრუნდება იმ ადგილზე, სადაც მისი აღმართვა საქართველოს პატრიარქმა აკურთხა.

ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსა და ბედნიერი ცხოვრებისათვის ბრძოლაში!