ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები მიმდინარეობს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის  თანახმადაც, ორჭოსანის ბაზაზე რუსი ოკუპანტები გააქტიურდნენ, გამოიყვანეს გარკვეული ტექნიკა, იყო სროლა, რის გამოც ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, სუს-ი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიორიტიაზე ადგილი აქვს მცირე ზომის ხანძარს, „რომელსაც საოკუპაციო ძალების შესაბამისი ე.წ. სამაშველო სამსახურები უმოკლეს დროში ჩააქრობენ“.

„აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქმის კურსში იქნა ჩაყენებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები. ასევე, ცხელი ხაზიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიორიტიაზე ადგილი ჰქონდა მცირე ზომის ხანძარს რომელსაც საოკუპაციო ძალების შესაბამისი ე.წ. სამაშველო სამსახურები უმოკლეს დროში ჩააქრობენ“ – განაცხადეს სუს-ში.