დღეიდან სტიქიის ზონაში 7 საფრენი საშუალება იმუშავებს

აბასთუმანში ხანძრის ჩაქრობის პროცესში დილიდან  ავიაცია ჩაერთო.

დღეიდან სტიქიის ზონაში 7 საფრენი საშუალება იმუშავებს. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში გუშინ ჩართული იყო როგორც საქართველოს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ავიაცია, მათ შორის, თურქული, უკრაინული, აზერბაიჯანული თვითმფრინავები. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი და ერთი კი კერძო ვერტმფრენი.

​აბასთუმნის ტყეში რჩება ცოცხალი ძალა, 1000-ზე მეტი ადამიანი. ადგილზე მუშაობს საგანგებო შტაბი.