ზუგდიდში, ონაარის დასახლების მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ონარიის დასახლების მშვიდობის ქუჩის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივების განცხადებით, მათ ორი თვეა სასმელი წყალი არ აქვთ და მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან.

“დაახლოებით ორი თვეა რაც სასმელი წყალი არ გვაქვს, 21 საუკუნეში გვიწევს ჭურჭლებით წყლის ზიდვა. ელემენტალურს ვითხოვთ, თუმცა ხელისუფლებისგან რეაგირება არ ჩანს”,- აცხადებენ ადგილობრივები.

აქციის მონაწილეებს შეხვდა “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე და პრობლემის შესწავლას დაპირდა.