“მემარცხენე ალიანსის” გურჯაანის მერობის კანდიდატი ნათელაშვილის წინააღმდეგ

“მემარცხენე ალიანსმა” დღეს რეგიონალური სიების წარდგენა დაიწყო.

პარტიის თავმჯდომარემ, სოსო შატბერაშვილმა საზოგადოებას ჩვენი ქვეყნის „სავიზიტო ბარათის“ – ბორჯომის პარტიული სიის პირველი ნომერი – გია მჭედლიშვილი წარუდგინა, რომელმაც პრესას თავისი წინასაარჩევნო დაპირებები გააცნო ხეობის მოსახლეობისადმი.

ასევე საზოგადოებას დღეს წარედგინა, „კახეთის გულის“ – გურჯაანის მერობის კანდიდატი, საკრებულოს ყოფილი წევრი – ზურაბ სეფიაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა „ლეიბორისტული პარტია“.

ამომრჩევლის წინაშე იგი წარსდგება, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. ბ-ნმა ზურაბმა განაცხადა, რომ მას პოლიტიკური მრწამსი არ შეუცვლია და უახლოეს დღეებში აპირებს პროკურატურაში განცხადების შეტანას შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ.  

„მემარცხენე ალიანსის“ კანდიდატებმა მოსახლეობას მათი მხარდაჭერისაკენ მოუწოდეს.