საზოგადოებრივი ტელევიზია, რომელიც საზოგადოებას არ ემსახურება საერთოდ დასახურია!!!

   დღეს პროექტის  “ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი კურსი ფერეიდნელებისათვის” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ფერეიდანელმა ქართველებმა  წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში ნასწავლი სიმღერები: “სულიკო”, “სხვა საქართველო სად არის”, “შავლეგო”… შეასრულეს სიმღერები ფანდურზე. მათ გადაეცათ პროექტის დასრულების სერთიფიკატები, თიბისი ბანკმა კი ფერეიდნელებს  სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

როგორც პროექტის ავტორი,  „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე აცხადებს,  საღამო არც ერთ ტელევიზიას არ გაუშუქებია.

-„მოწვეული ტელევიზიებიადან არცერთი ტელევიზია არ მობრძანდა და დღევანდელი საღამო არ გააშუქა!!! ალბათ გაცილებით საინტერესო და მნიშვნელოვანი სიუჟეტების მომზადებით იყვნენ დაკავებულნი:))
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც თავის დანიშნულებას ვერ ასრულებს და ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 48 მილიონი არამიზნობრივად იხარჯება!
საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა (თავის ბორდიანად) ან მთლიანად შესაცვლელია, ან ასეთი საზოგადოებრივი ტელევიზია, რომელიც საზოგადოებას არ ემსახურება საერთოდ დასახურია!!!”-აცხადებს ტომარაძე.

საღამოს დასასრულს სტუმრებმა ფერეიდანელებთან ერთად საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის” მიერ დაფინანსდა.

გუშინ ფერეიდანელ ქართველებს საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილს ზვიად ტომარაძემ პროექტში მონაწილე ფერეიდანელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სთხოვა, რაზეც პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა.

         ძალიან მაგარი ქართული საქმე წარმატებით დაბოლოვდა!

13654189_10209655089674908_3469663109726313266_n 13680586_10209655085234797_5442284206505591522_n

 

კომენტარის დატოვება