აფხაზეთში თაობები იზრდებიან ქართველთა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებით

ეკა სილაგაძე

სამწუხაროდ, აფხაზების ნება არაა თავისუფალი. მათი თითოეული ინიციატივა კონტროლს ექვემდებარება. იქ თაობები იზრდებიან ქართველთა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებით. ეს კი დამატებითი პრობლემაა. ხიდის აღდგენა ისტორიის შეფასებით უნდა მომხდარიყო. თუმცა შეფასების მცდელობა საუნივერსიტეტო კედლებს არ სცდება და ერის კონსოლიდირებული ნაწილი პოლიტიკურ დინებას მიყვება,საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩარჩოებში ჯდება. არ დამჯდარა არავინ და არ უმუშავია დასკვნაზე,მოგვცემს თუ არა რაიმე შედეგს თუ პირიქით გვავნებს აფხაზებთან პირდაპირი დიალოგი.
ერთი სიტყვით,ძალიან რთულია,როცა შენი მიწაწყლის შვილები ლტოლვილებად იქცნენ და ამის პრევენცია მხოლოდ აფხაზთა საერთაშორისო დონეზე იზოლაციაა.
ჩატეხილ ხიდებს აღდგენა სჭირდებათ და ეს მცდელობაც ერთი ჭანჭიკია ამ ხიდის. ჩვენ ხელთაა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით მათთვის დახმარების გაწევა,რაც თანამედროვე კონფლიქტოლოგიაში მიღებული პრაქტიკაა.
МШЫБЗИА

 

კომენტარის დატოვება