ონისე გერგედევამ კონსერვატორიის შენობიდან რუსეთის დროშა ჩამოხსნა (ვიდეო)

კონსერვატორიის შენობაზე რუსეთის დროშის აფრიალება კონსერვატორიის რექტორატში საერთაშორისო კონკურსით ახსნეს, რომელიც 1-დან 11 ოქტომბრამდე ტარდება და სადაც რუსეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

მანამდე დროშის აღმართვა თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი ლილუაშვილმა (პარტია “საქართველო”) და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ლეგიტიმური, კანონიერი კონსტიტუციური ხელისუფლების აღდგენის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კავკასიელმა (კერვალიშვილი) გააპროტესტეს.

ონისე გერგედევამ, რომელსაც საზოგადოება ანტისაოკუპაციო აქტივობით იცნობს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობაზე აღმართული რუსეთის სახელმწიფო დროშა ჩამოხსნა, რომელიც იქ სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად ფრიალებდა.

“ეს არის სახელმწიფოს სირცხვილი – რომ დედაქალაქის ცენტრში, სახელმწიფო შენობაზე, ოკუპანტების დროშა ფრიალებს!”, – განაცხადა ონისე გერგედავამ, რომელმაც ანტისაოკუპაციო მოძრაობის სახელით ჩამოხსნილი რუსეთის სახელმწიფო დროშა იქვე დახია.

https://www.facebook.com/onise.gergedava/posts/1564769856907240?pnref=story.unseen-section