ვაჟა კაკაბაძის მეოთხე წიგნის „ზღაპრის ფილოსოფია- 3“ – პრეზენტაცია

14 ოქტომბერს, 15 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საგამოფენო დარბაზში (უზნაძის ქ. 68)  გაიმართება საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტის, ეკონომიკის  მეცნიერებათა დოქტორის ვაჟა კაკაბაძის მეოთხე წიგნის „ზღაპრის ფილოსოფია- 3“  პრეზენტაცია.

დასწრება თავისუფალია

მართალია წიგნს  „ზღაპრის ფილოსოფია“ ჰქვია,  მაგრამ, როგორც მისი წინამორბედი წიგნები, ამ წიგნშიც ყველაფერი რეალურ ფაქტებზეა აგებული, უბრალოდ ზღაპრის ფორმა აქვს მიცემული და ეს იმიტომ, რომ ადვილი წასაკითხი იყოს (წიგნი გამოიცა 2017 წელს).

ინფორმაციისთვის

ვაჯა კაკაბაძე არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორისაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერთანამშრომელი, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა ინსტიტუტის სამეცნიერო მეთოდური ცენტრის მეთოდისტი. არის 77 სამეცნიერო სტატიის ავტორიაქვს ნაშრომები: გეოლოგიაში – “ცარცული პერიოდის განამარხებული ცხოველები (ზღვის ზღარბები)”. საქართველოში ნაპოვნი აქვს უძველესი ზღვის ცხოველიტრილობიტი. ეს ერთადერთი ეკზემპლარია და ინახება მის ოჯახშიმუშაობდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში. პარალელურად მისდევს  ლიტერატურულ საქმიანობას

გამოქვეყნებული აქვს  4 წიგნი:

„ფიქრი ფიქრისათვის“, ზღაპრის ფილოსოფია, (ზღაპარი სულელი დიდებისათვის და ჭკვიანი პატარებისათვის), ზღაპრის ფილოსოფია 2 (ჭკვიანებო?! საზიზღარი შეიძლება იყოს ჭკვიანი?) და მეოთხე წიგნი (რომლის პრეზენტაციაც 14 სექტემბერს შედგება ) „ზღაპრის ფილოსოფია – 3“

 

ვაჟა კაკაბაძე

V a z h a     K a k a b a d z e

ზღაპრის ფილოსოფია – 3

(ნამდვილი ზღაპარი მეზღაპრეებისათვის

და მეზღაპრეები პოლიტიკაში)

 

Philosophy of a Fairy-Tale – 3

(Real fairy tales for story-tellers

and story-tellers in politics)

ილიას გულის იარა 
„ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!“

პარლამენტში ქვეშ-ქვეშ მძრომნი,
სკამის დიდი მოყვარულნი,
მოძმის მტერნი,
რუსის მონა
და თურქების ნეხვის მთმენნი.
ზოგი გიჟი,
ზოგი ფლიდი,
ზოგიც ქურდი,
სხვა, – გზა მრუდი.
ბრმა,
ყრუ,
მუნჯი.
ზოგჯერ თაგვი,
ზოგჯერ მგელი,
ზოგჯერ ბრძენი,
თუ დასჭირდა არის მღვდელიც.
ფრთებ გაშლილი ანგელოზიც,
უწყინარი,
ლმობიერი,
უცხო ტომის მადლიერი,
საკუთარის ურცხვად მგმობი.
სტუმრის მიმართ ხელგაშლილი,
პურ-მარილის მოყვარული,
ღვინის მსმელი,
სადღეგრძელოს კარგი მთქმელი,
სიმღერაში ნიჭიერი,
კოპწია და მშვენიერი.
სხვის საქმეში გონიერი,
თუ დასჭირდა ქალთან ზრდილი,
მტერთან ჩვილი
და მიწების გამყიდველი.
ჩვენისთანა უდარდელი,
ერთმანეთის ორმოს მთხრელი,
განა არის სადმე ერი?

ვაჟა კაკაბაძე.

წიგნში აღწერილია საქართველოში მიმდინარე უახლოესი პოლიტიკური მოვლენები და 9 აპრილის ტრაგედია, მოყვანილია შედარებები ბაქოში 1990 წლის 20 იანვარს მომხდარ ტრაგედიასთან და ვილნიუსის 1991 წლის 13 იანვრის მოვლენებთან. ასევე, დოკუმენტური ფაქტების საფუძველზე, მოთხრობილია აფხაზეთის ომის დროს მომხდარი ეპიზოდები. წიგნში მოყვანილი პერსონაჟები რეალურია და მათ შორის არიან: ჩეჩენი, რომელმაც აფხაზეთში მებრძოლ ერთ-ერთ ქართველ ჯარისკაცს (ავტორის ბიძაშვილს – ზურა გაგუას) უამბო თავისი თავგადასავალი, რეალურია აზერბაიჯანელი პერსონაჟიც, მაგრამ, მთხრობელის თხოვნით მისი ნამდვილი სახელი წიგნში არ სახელდება, ასევე რეალურია ებრაელი მამაკაცის პერსონაჟი, რომლის შესახებაც ავტორს უყვება  იზრაელში მაცხოვრებელმა ქართველი ებრაელი – დავით იაკობაშვილი და რეალურია 9 აპრილს დაღუპული გოგონას – ელისოს პერსონაჟი.

წინა წიგნების, „ზღაპრის ფილოსოფია“ და „ზღაპრის ფილოსოფია – 2“ პრეზეტაცია მოხდა პრაღაში,  სარეალიზაციოდ დაიდო წიგნების მაღაზიაში, რითაც  საფუძველი ჩაეყარა ქართულ კუთხეს, ხოლო 2017 წელს ეს ორი წიგნი იზრაელში ქალაქ. აშდოდიში, (2017 წელი, 7 აგვისტო) წარედგინა და გადაეცა ქართულ-ებრაულ კულტურული ცენტრის ბიბლიოთეკას.

საკონტაქტო პირი – 595 54 31 96   ვაჟა კაკაბაძე