„განსხვავებით სხვა კანდიდატებისგან, მე არ ვაწუხებ მოსახლეობას, თვითონ მივდივარ მათთან“

გელა დაიაური

დუშეთის მერობის კანდიდატი

-განსხვავებით სხვა კანდიდატებისგან, მე არ ვაწუხებ მოსახლეობას და არ ვთხოვ კონკრეტულ ადგილზე შეხვედრებს,მე თვითონ მივდივარ მათ სახლებში, მათ ქუჩაზე და ადგილზე ვეცნობი მათ გულის ტკივილს, მათ გასაჭირს.

მე შემოვიარე დუშეთი და დუშეთის თითქმის ყველა სოფელი. სოფლებში სხვა პრობლემააა:არაა გზა,წყალი, ელექტროენერგია ,მითუმეტეს მაღალმთიან სოფლებში, სადაც ზამთარში გზა იკეტება და იქ მაცხოვრებლები არაკომფორტულ პირობებში რჩებიან, არაა კომუნიკაცია დანარჩენ გარესამყაროსთან. რაც შეეხება ბარს ,აქაც არანაკლები პრობლემაა: წყალი, გზა, კანალიზაცია . მთელს რაიონში არის მძიმე სოციალური მდგომარეობა: ძალიან ბევრს და უსამართლოდ მოხსნილი აქვს სოციალური დახმარება. არ არის სამუშაო ადგილები, რაც ახალგაზრდობის დეგრადაციას იწვევს და უბიძგებს არასწორი მიმართულებისკენ სიარულს.

დროა, ახალგაზრდებმა და ახალმა თაობამ იპოვოს თავისი ადგილი და მომავლის იმედი გაუჩნდეს. მე არ ვიქნები მერი კაბინეტისთვის, მე ვიქნები მერი ხალხისთვის და გავაგრძელებ კარდაკარ სიარულს თვითეულ მოსახლესთან, თვითეულ ოჯახთან და ადგილზე გადავჭრით მათთან შეთანხმებით მათ პრობლემებს. თითოეული გამგეობის წევრი, რწმუნებულები უნდა ემსახურებოდეს ხალხს და მეტად მიიტანონ ხალხის პრობლემა გულთან და რაიონის გამგებელთან.

დროა, გავცდეთ ჩინოვნიკები კაბინეტის კედლებს და ხალხთან , სოფლებთან უშუალო კონტაქტით, მათთან ერთად გადავჭრათ ყველა პრობლემა.