“შს სამინისტრომ ბოდიში უნდა მოიხადოს და რჩევა მათ, ვინც მინისტრის გადადგომას ითხოვს…”

ამირან სალუქვაძე

გენერალი

ჩემი კომენტარია რეზონანსთან შსს მინისტრის პარლამენტში მისვლის მოთხოვნასთან დაკავშირებით. უფრო ვრცლად გავიმეორებ და ახალ გარემოებასაც გამოვეხმაურები:

1. იმის მიუხედავად, რომ მძიმე ტრაგედია მოხდა, მხოლოდ ამ საკითხის გამო პარლამენტში დაბარება ნაადრევია, თუ პოპულიზმს არ ემსახურება, რადგან ჯერ გამოძიება უნდა დაასრულოს პროკურატურამ.

2. თუ პარლამენტს რეალურად აინტერესებს საქმის ვითარება, ორი გზაა:

ა) დაიბარონ პროკურატურა და მოიკითხონ ფაქტის გამოძიების მიმდინარე/შუალედური შედეგები

ბ) გავიდნენ შემთხვევის ადგილას, გაესაუბრონ მოწმეებს, მეზობლებს, პირს, ვინც გამოიძახა პატრული და ა.შ. რომ არ ვეყრდნობოდე მეზობლის ინფორმაციას, ამას არ დავწერდი.

3. ცუდია, რომ არ აღმოჩნდა ზუსტად დაკავების ვიდეო კადრები. ჩემთვის ეს არაფერს ცვლის, რადგან ვიცი რაც მოხდა. მაგრამ სამინისტრომ შეცდომაში შეიყვანა თანაგუნდელები და საზოგადოება. ამიტომ ის კი არ უნდა თქვან, არაფერს ცვლის ვიდეოს არქონაო, ბოდიში უნდა მოიხადონ.

4. პატარა რჩევა მათ, ვინც მინისტრის გადადგომას ითხოვს: როცა მინისტრის გადადგომას ითხოვთ ისეთი საკითხის გამო, რა მიზეზითაც მინისტრს არ გადააყენებენ, ამით მას მინისტრის პოსტზე ყოფნის ვადას უხანგრძლივებთ. აღარ ჩავშლი დეტალებს.

http://www.resonancedaily.com/index.php…