ტრამპი თეთრი სახლის ტრადიციის დარღვევას აპირებს

ზურა ხვიჩია   

როგორც ცნობილია თეთრი სახლი არის ამერიკის პრეზიდენტის რეზიდენცია და  მას კანცელარია ვაშინგტონის ცენტრში აქვს.

თეთრი სახლის მშენებლობა 1792 წელს დაიწყო და 1800 წელს დასრულდა.

თეთრ სახლთან დაკავშირებით საინტერესოა ერთი უცნაური ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ ამერიკის მესამე პრეზიდენტის ტომას ჯეფერსონის დროს ჩაეყარა საფუძველი მას სახლში ჩიტი და დათვის ბელიც კი ჰყავდა.

მაგალითად ამერიკის  26 -ე პრეზიდენტს თეოდორ რუზველტს ჰყავდა მაჩვი სახელად „იოსია“, რომელიც მან პატარა გოგონასაგან მიიღო საჩუქრად.

ამ ფაქტის შემდეგ პრეზიდენტმა მრავალი სხვა ცხოველი მიიღო საჩუქრად თუმცა ყველაზე დიდი პატივი მაინც მაჩვ „იოსიას „ ხვდა რომელიც თეთრი სახლის ეზოში იქნა გაშვებული და თეოდორ რუზველტი საკუთარი ხელითაც კი აჭმევდა საჭმელს.

რაც შეეხება ამერისკი 35 -ე პრეზიდენტს ჯონ კენედის ცნობილია რომ მას ძალიან უყვარდა ძაღლები და თეთრ სახლში რამდენიმე მათგანი ჰყავდა, როგორც ცნობილია იგი მთელ თავისუფალ დროს ოჯახის წევრებთან ერთად ატარებდა და ძაღლებს ასეირნებდა.

ამერიკის 40-ე პრეზიდენტს რონალდ რეიგანს კი ჰყავდა თეთრი ცხენი .

ცნობილია რომ რეიგანი არამარტო მსახიობი არამედ ძალიან კარგი მოჯირითეც გახლდათ, მას და მის მეუღლეს ნენსის ძალიან უყვარდათ ცხოველები და განსაკუთრებით  კი ცხენები. რეიგანის ერთ ერთ ცხენს ერქვა „ ელ ალმაინი „ რომელიც მას 1980 წელს მექსიკის პრეზიდენტმა ლოპეს პორტილომ აჩუქა.

რაც შეეხება ამერიკის 42 -ე პრეზიდენტს ბილ კლინტონს  როგორც ცნობილია თეთრ სახლში ჰყავდა ძაღლი სახელად „ბადი“ .

ხოლო პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს  ჰყავდა ძაღლი სახელად „ბარნი“.

როგორც ჯორჯ ბუში იხსენებს მას ეს ძაღლი ძალიან უყვარდა თუმცა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მისი ძაღლის ნახვისას დაუცინია და უთქვამს რომ ეს ძაღლს ნამდვილად არ გავსო, თუმცა ჯორჯ ბუში ამბობს რომ ბარნი მისი ნამდვილი მეგობარია და ვლადიმერ პუტინის ეს ნათქვამი სულაც არ აინტერესებს.

პირველ ფერად კანიან პრეზიდენტს ამერიკის ისტორიაში რიგით 44-ეს ბარაკ ობამას თეთრ სახლში ჰყავდა პორტუგალიური წყლის ძაღლი ბო, ობამას და მის მეუღლეს მიშელს ეს ძაღლი განსაკუთრებით უყვართ და იგი დღეს დღეობით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ცხოველების 20 ეულის წევრია.

რაც შეეხება ამერიკის 45 -ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს  იგი სავარაუდოთ ამ ტრადიციის დარღვევას აპირებს , ჯერჯერობით მას არც ჰყავს რომელიმე ცხოველი და სავარაუდოთ არც აპირებს აიყვანიოს.