თელავში, მშვიდობის ქუჩაზე 26 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თელავში, მშვიდობის ქუჩაზე 26 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დილით ოჯახის წევრებმა იპოვეს და პოლიციას შეატყობინეს. 

გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი ჯერ უცნობია. 

როგორც პირველ არხს შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.